vitamina a fa bene agli occhi

შეინარჩუნეთ თვალების ჯანმრთელობა A ვიტამინის დახმარები

A ვიტამინი სხვა ვიტამინებისაგან განსხვავებით, სასარგებლო გავლენა აქვს ჩვენს მხედველობაზე.

წაიკითხეთ სხვა სტატიები მის ზეგავლენაზე თქვენს მხედველობაზე და ასევე სხვა სისტემებსა და ორგანოებზე თქვენს ორგანიზმში.

რა არის A ვიტამინი?

A ვიტამინი ცხიმში ხსნადი ნაერთია, რომელსაც იგივე ბიოლოგიური ეფექტი აქვს, როგორიც რეტინოლს. “ცხიმში ხსნადი” ნიშნავს იმას, რომ იგი ინახება ცხიმოვან ქსოვილსა და ღვიძლში, როდესაც ორგანიზმი არ იყენებს მას. ამიტომაც A ვიტამინის რეკომენდებულ დღიურ დოზას არ უნდა გადააჭარბოთ.

ორგანიზმი ვიტამინს უშვებს, როდესაც სჭირდება, ხოლო 90% კი ღვიძლში ინახება. A ვიტამინის მარაგი ჯანმრთელ ადამიანს დაახლოებით 1 წლის განმავლობაში ჰყოფნის.

A ვიტამინი მნიშვნელოვანია ნორმალური მხედველობისათვის, ზრდისა და იმუნური სისტემისთვის, ასევე ლორწოვანი მემბრანის შენარჩუნებისათვის.

რომელი საკვებია A ვიტამინის წყარო?

საკმარისი A ვიტამინის მიღება შესაძლებელია ჯანსაღი დიეტის მეშვეობით, თუმცა, ზოგიერთი საკვები უფრო მეტი რაოდენობით შეიცავს ამ ვიტამინს, ვიდრე სხვები. ასეთი საკვებია:

  • ღვიძლი და ღვიძლის პაშტეტი
  • ვირთევზას ღვიძლის ზეთი
  • ცხიმოვანი თევზი, როგორებიცაა სკუმბრია, ორაგული, კალმახი, ქაშაყი
  • კვერცხი
  • მაღალცხიმიანი რძე, კარაქი, ნაღები, ყველი
  • ბროკოლი, ბრიუსელის კომბოსტო
  • ისპანახი, ბოსტნის კომბოსტო, სალათის ფურცელი
  • წითელი წიწაკა
  • გარგარი, ნესვი, გრეიფრუტი
  • ტკბილი კარტოფილი, გოგრა, სტაფილო
  • მწვანე გოგრა

ჩამოთვლილი ხილი და ბოსტნეული შეიცავს კაროტინს, რომელიც ორგანიზმში საჭიროების შემთხვევაში რეტინოლად იქცევა. რეტინოლი და კაროტინი A ვიტამინის ყველაზე მნიშვნელოვან ფორმას წარმოადგენს საკვებში. რეტინოლი გვხვდება ცხოველურ საკვებში, ხოლო კაროტინი ბოსტნეულში.

კაროტინოიდთა ჯგუფი მოიცავს 600-მეტ ნივთიერებას მცენარეებში, რომელთა ნაწილი ორგანიზმში გარდაიქმნება A ვიტამინად, მათგან უმნიშვნელოვანესი კი გახლავთ ბეტა-კაროტინი. საუკეთესო შემთხვევაში, ორგანიზმმა თავად უნდა გამოყოს A ვიტამინი, რისთვისაც საჭიროა ბეტა-კაროტინის შემცველი საკვების მიღება.

ვირთევზას ღვიძლის ზეთი A ვიტამინის საუკეთესო წყაროა და დღეში ერთი კოვზის მიღება ყველა ასაკის ადამიანისთვის მნიშვნელოვანია.

სხვა რა სარგებელი აქვს ჯანმრთელობისათვის A ვიტამინს?

გარდა უჯრედის სპეციალიზაციაში მონაწილეობის მიღებისა (უჯრედების გარდაქმნა თავიანთი ფუნქციების ეფექტიანად შესრულებისათვის), A ვიტამინი ასევე გვეხმარება შემდეგი ფუნქციების შენარჩუნებაში:

  • რკინის მეტაბოლიზმი
  • ლორწოვანი მემბრანები
  • კანი
  • იმუნური სისტემა
  • მხედველობა

A ვიტამინი ასევე ცნობილია, როგორც ‘თვალის ვიტამინი’, რადგანაც იგი ეხმარება ბადურის ზოგიერთ უჯრედს სინათლის აღქმაში.  ასე რომ, A ვიტამინი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ღამის მხედველობისთვის.

არასაკმარისი ან ზედმეტი A ვიტამინი

როგორც ცხოვრების ნებისმიერ ასპექტში, A ვიტამინის შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია წონასწორობა. A ვიტამინი არც ნაკლებობაა კარგი, არც ზედმეტი რაოდენობით მიღება, მაგრამ ორგანიზმი, ძირითადად, თავად გამოიმუშავებს ამ ვიტამინს საჭიროებისამებრ.

A ვიტამინის დიდი ხნის განმავლობაში დიდი რაოდენობით მიღება იწვევს მოწამვლის სიმპტომებს. ოქროს წესია, არ მიიღოთ ერთზე მეტი საკვები დანამატი, რომელიც შეიცავს A ვიტამინს. თუ იღებთ ვირთევზას ღვიძლის ზეთს და დამატებით სხვა ვიტამინების მიღებაც გნებავთ, რეკომენდებულია, უპირატესობა მიანიჭოთ მულტი-ვიტამინ დანამატებს  A და D ვიტამინების გარეშე.

A ვიტამინის ნაკლებობა არ არის დამახასიათებელი პირველი მსოფლიოს ქვეყნებისათვის, თუმცა განვითარებად ქვეყნებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია მხედველობის დაქვეითებისათვის. A ვიტამინის ნაკლებობის ერთ-ერთი პირველი სიმპტომია სინათლესთან შეგუების სირთულე და ღამის მხედველობის დაკარგვა, ასევე კანზე მიღებული ჭრილობები, რომლებიც არ ხორცდება. რადგანაც A ვიტამინი აუცილებელია იმუნური სისტემისთვის, A ვიტამინის მცირედი ნაკლებობაც კი ბავშვებს ინფექციების რისკის ქვეშ აყენებს.