healthy elderly couple exercise without joint pain

რატომ გვაწუხებს სახსრების ტკივილი ასაკის მატებასთან ერთად

სახსრების ტკივილი ასაკის მატებასთა ერთად იჩენს თავს.  საინტერესოა, რა ხდება ორგანიზმში და რატომ მაგრდება სახსრები სიბერეში.

სახსრების რა ტიპები არსებობს და რა ფუნქციები გააჩნია მათ?

ზრდასრულ ადამიანს გააჩნია 206 ძვალი, რომლებიც ერთმანეთს სახსრებით უკავშირდება. სტრუქტურის მიხედვით სახსრები იყოფა სამ ტიპად: ბოჭკოვანი, ხრტილი და თავისუფლად მოძრავი ანუ სინვიალური სახსარი. უფრო მეტად გვხვდება თავისუფლად მოძრავი სახსრები, რომელთა რიგებს განეკუთვნება კავისებრი სახსრები (ხელისა და ფეხის თითები), მბრუნავი სახსარი (იდაყვი) და ჭაღისებრი სახსრები (მხრები და ბარძაყი).

სახსარი მოძრაობს მაშინ, როდესაც კუნთი სხვა ძვალს წევს, ეს პროცესი კი კონტროლდება ნერვიული სისტემის მიერ.

მენოპაუზით გამოწვეული სახსრების გამაგრება

სახსრების ტკივილი ან გამაგრება განსაკუთრებულად ხშირია მენოპაუზის დროს რამდენიმე მიზეზის გამო.

ესტროგენი დიდ როლს თამაშობს სახსრების დამაკავშირებელი ქსოვილის შენარჩუნებასა და შერბილებაში, რადგანაც მენოპაუზის დროს ჰორმონის დონის დაცემას სახსრების შენარჩუნებაზე უარყოფითი ზეგავლენა აქვს. სიმაგრე შეინიშნება მუხლებსა და მხრებში იოგის ელასტიურობის დაკარგვის გამო.

შედეგად, მენოპაუზის დროს სახსრების ქსოვილები ხშირად ღიზიანდება და იწვევს ტკივილებს, ესტროგენის ნაკლებობაც არ შველის საქმეს, რადგანაც იგი სწორედ ასეთ ანთებას გაცილებთ თავიდან.

ართრიტის ტკივილები ასევე ჩნდება თითებში, მენჯის ძვალსა და ზურგში. უმეტეს შემთხვევაში ეს ტკივილები ჩარევის გარეშე ქრება, თუმცა, ზოგიერთ ადამიანს წლობით აწუხებს.

მენოპაუზის დროს ასევე იზრდება ოსტეოპოროზის, კარდიოვასკულარული დაავადებებისა და საშარდე გზების ინფექციების რისკებიც. ოსტეოპოროზის თავიდან აცილება შესაძლებელია D ვიტამინის ექიმის მიერ რეკომენდებული  რაოდენობის მიღებით ვირთევზას ღვიძლის ზეთისა და რძისგან და აგრეთვე მუდმივი ვარჯიშით.

დაბერება და სახსრების გამაგრება

სიმაგრე და კუნთების შესუსტება არა მხოლოდ მენოპაუზისთვის, არამედ ნებისმიერი ადამიანისთვისაა დამახასიათებელი 50 წელს ზემოთ, ან ზოგიერთ შემთხვევაში უფრო ადრეც.

ასაკის გარდა, სახსრების გაღიზიანების გამომწვევი მიზეზია ტრავმები ან დაავადებები კისრის, ზურგის, კუნთების, სახსრების, მყესებისა და ნერვების არეში.

მაგალითად, ხერხემლის მალები ერთმანეთთან დაკავშირებულია გვერდითი და მცირე სახსრებით, რომლებიც ერთდება ხრტილებით. ხრტილები კი დროთა განმავლობაში ცვდება და შედეგად ვიღებთ ხრტილის კალცინოზს, სადაც დაზიანებულ ქსოვილს არათანაბრად ანაცვლებს კალციუმის ნალექები. ეს კი ოსტეოართროზს, მოძრაობისას სიმაგრისა და ტკივილის შეგრძნებას იწვევს. ასაკის მატებასთან ერთად ხერხემალში, სხვა სახსრებში ან ძვლებში მიმდინარე ცვლილებების გამო სხეულის სიმაღლე იკლებს ისევე, როგორც მოქნილობა და იცვლება პოზაც.

ოსტეოართროზი გვხვდება დაახლოებით 60 წლის ადამიანთა 10-20%-ში, ხოლო 65 წლის ადამიანთა დაახლოებით 50%-ში.  ოსტეოართროზი და ოსტეოპოროზი ზრდის დაცემის შემდგომ მოტეხილობებს, განსაკუთრებით ბარძაყისა და მუხლის არეში. მცირედი მოძრაობებიც კი იწვევს დისკომფორტს და უფრო და უფრო რთულდება სიარული, ხოლო ართრიტის გამო გაღიზიანებას ადგილი აქვს ხელისა და ფეხის თითების სახსრებში.

გამაგრებულ სახსრებს ასევე აღიზიანებს D ვიტამინის ნაკლებობა, ამიტომაც, უმჯობესია, მიღოთ D ვიტამინის რეკომენდებული დოზა, რათა შეინარჩუნოთ ძვლოვანი სტრუქტურა და იმუნური სისტემა.

ასევე იხილეთ სხვა სტატიები:

ვიტამინების ნაკლებობას განიცდით? ამაზე ორგანიზმიც მიგანიშნებთ

რა გავლენა აქვს ასაკის მატებას იმუნურ სისტემაზე?

როგორ უნდა აიცილოთ თავიდან სახსრების გამაგრება

როდესაც საქმე სახსრების გამაგრებას ეხება, მკურნალობას პრევენცია სჯობს. მეორე მხრივ კი, თუ ეს პრობლემა უკვე გაწუხებთ, ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად გარკვეული გზები არსებობს.

კვლევების მიხედვით, მაღალი დატვირთვის ვარჯიში, ჯანსაღი კვება და გონებრივი აქტივობა ხელს უწყობს სახსრების ტკივილების შემსუბუქებას. ასე რომ, კარგია, ახლავე თუ შეიმუშავებთ შესაბამის სავარჯიშო რეჟიმს თქვენი ორგანიზმის მდგომარეობის გათვალისწინებით და გახსოვდეთ, რომ ასაკის მატებასთან ერთად, ვარჯიშსაც უნდა მოუმატოთ.

იხილეთ პრევენციული ზომების სია:

  • სწორი დოზით სიარული, ცურვა და ვარჯიში კარგია სახსრების მოძრაობისთვის, რითიც დამაკავშირებელი ქსოვილები საკვებ ნივთიერებებს იღებენ და იცავენ ხრტილებს ზიანისაგან ისევე, როგორც ოსტეოართროზისგან. სახსრების სტაბილიზაციისთვის ასევე სასარგებლოა კუნთების გაძლიერება ვარჯიშით.
  • გააძლიერეთ ზურგის, მუცლის, მხრებისა და ფეხების კუნთები და შეინარჩუნეთ დგომისა და სიარულის სწორი პოზა.
  • სიმაგრის თავიდან აცილებაში მუდმივი გაწელვა დაგეხმარებათ.
  • ყოველდღიურად მიიღეთ D ვიტამინი, რათა ორგანიზმმა საკვებიდან კალციუმის ათვისება შეძლოს და შეინარჩუნოთ ძვლებისა და კუნთოვანი სისტემის სიჯანსაღე.
  • ერიდეთ ჭარბწონიანობას, რათა სახსრებმა ზედმეტი ზეწოლა არ მიიღოს.

ასევე იხილეთ სტატია:

მოძრაობა ხანგრძლივი ცხოვრების გასაღებია

რჩევები იმ საკვების შესახებ, რომელიც სასარგებლო იქნება თქვენი სახსრებისთვის:

– გამოიყენეთ ზეთი სალათის საკმაზად

  • ზეითუნის, სელის ან კაკლის ზეთი

– გამოიყენეთ ზეთი შესაწვავად

  • ზეითუნის და რაფსის ზეთი, ან მარგარინი

– ჩილი

– თაფლი

– თევზი და ომეგა – 3

  • მიირთვით თევზი, განსაკუთრებით, ცხიმიანი თევზი კვირაში ორჯერ ან სამჯერ
  • სენდვიჩი თევზით

– ბოსტნეული და ხილი დღეში ხუთჯერ

  • ავოკადო
  • ლობიო და ოსპი
  • დაუმარილებელი ნედლი თხილი, მზესუმზირა და სხვა მსგავსი საშუალო რაოდენობით
  • ახალი, კონსერვის, გაყინული ან სითბოთი დამუშავებული ხილი და ბოსტნეული

– ბურღულეული და პური

– დაუტკბობელი მარცვლეული

– დღეში სამი ულუფა რძის პროდუქტი

– ჯანჯაფილი და კურკუმა ამცირებს ორგანიზმში ანთებით პროცესებს

სახსრების ტკივილის შემთხვევაში ერიდეთ შემდეგ საკვებს:

– წითელი ხორცი

– გადამუშავებული საკვები

– ტკბილეული

– გაჯერებული ცხიმი

– რაფინირებული ფქვილი

– კარბოჰიდრატებითა და რაფინირებული კარბოჰიდრატებით გაჯერებული საკვები

– მზესუმზირისა და პალმის ზეთი

მიოლერის ვირთევზას ღვიძლის ზეთი თქვენი სახსრებისათვის

მიუხედავად იმისა, რომ კვებითა და ვარჯიშით შესაძლებელია სახსრების სიმაგრისა და ტკივილის თავიდან აცილება, დანამატების მიღებაც სასარგებლოა. „Möller’s Active“ და „მიოლერის ომეგა – 3 სახსრებისთვის“ იდეალურია სხეულის სიჯანსაღის შესანარჩუნებლად. ორივე პროდუქტი შეიცავს ვიტამინებს, ისეთ საჭირო საკვებ ნივთიერებებთან ერთად, რომლებიც სახსრების პრობლემებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.

მიოლერის დანამატები სახსრებისთვის კი დიდი დოზით შეიცავს ომეგა-3-ს, ჯანჯაფილის ექსტრაქტს, D ვიტამინსა და სპილენძს. D ვიტამინს წვლილი შეაქვს კუნთისა და ძვლოვანი სტრუქტურის სიჯანსაღის შენარჩუნებაში, ხოლო სპილენძი კი ინარჩუნებს სახსრებში დამაკავშირებელ ქსოვილს.

იხილეთ ყველა პროდუქტი აქ

წაიკითხეთ სხვა სტატიები სახსრების ფორმაში შენარჩუნების შესახებ აქ

იმისათვის, რომ თქვენმა ორგანიზმმა ყველა საჭირო ნივთიერება მიიღოს, მიირთვით დღეში 1 კოვზი მიოლერის ვირთევზას ღვიძლის ზეთი მთელი წლის განმავლობაში!  ასევე, ვიტამინების დეფიციტის თავიდან ასაცილებლად უნდა მიიღოთ საჭირო რაოდენობის D, A და E ვიტამინები და ასევე ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავები DHA და EPA.